ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

შენობის შიდა სივრცე-ინტერიერი,უშუალოდ ის სივრცეა,სადაც ადამიანს უწევს ცხოვრება და მოღვაწეობა,სადაც იგი ატარებს თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან დროს.სივრცის ყოველი ნაწილი ერთნაირად მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, ყოველი ნაწილი ფუნქციონალურად სასარგებლო და ამავე დროს კომფორტული უნდა იყოს. შენობის შიდა სივრცე იყოფა რა საერთო და პირად ზონებად,არქიტექტორის მიზანი უნდა იყოს სწორედ მათ შორის იდეალური ბალანსის პოვნა,რაც უნდა გამოიხატოს სწორ დაგეგმარებასა და ზონირებაში.მხოლოდ ამის შემდეგ საქმეში ფორმასთან ერთად ერთვება მასალა,ფერი,ფაქტურა და სხვა მრავალი დეტალი თუ ელემენტი,რომლებიც საშუალებას გვაძლევს განუმეორებელი,ინდივიდუალური და ესთეტიურად ლამაზი გავხადოთ თქვენი ბინა,სახლი,ოფისი თუ სხვა ფუნქციონალური დატვირთვის მქონე თქვენი სივრცე.

ჩვენი მომსახურება

  • დიზაინი (3D ვიზუალიზაცია)

  • არსებული ფართის აზომვითი ნახაზი

  • კედლების დემონტაჟის გეგმა (საჭიროების შემთხვევაში)

  • ტიხრების მონტაჟის გეგმა

  • ზონირება (სივრცის გეგმარებითი გადაწყვეტა) ავეჯის სავარაუდო განლაგებით

  • გეგმა:ჭრილები (დონეების განსხვავების შემთხვევაში)

  • გეგმა: იატაკი

  • გეგმა: ჭერი

  • ჭრილები (დონეების განსხვავების შემთხვევაში)

  • განათების სისტემების განლაგების გეგმა (ჩამრთველებით)

  • განათების სქემა ავეჯთან მიმართებაში

  • შტეპსელების განლაგების სქემა

  • შიდა წყალგაყვანილობის სქემა

  • გათბობის სისტემის სქემა

  • შიდა ელექტროგაყვანილობის სქემა

  • წყალგაყვანილობის სქემა

  • გათბობის სისტემის სქემა

  • კარფანჯრების ექსპლიკაცია

  • კედლების ექსპლიკაცია

  • კედლების განშლა (ოთახების მიხედვით)

  • განსაკუთრებული კვანძების ნახაზები (ოთახების მიხედვით)

  • მასალების შერჩევა (ოთახების მიხედვით)

  • პროექტის ზედამხედველობა *